ირაკლი კობახიძე: საქართველო იქნება თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში

ირაკლი კობახიძე: საქართველო იქნება თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში

საქართველო იქნება თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში. ყველაფერი გაკეთდება ამისთვის. იმედია, შარშანდლისგან განსხვავებით, წელს მაინც იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გახსოვთ, შარშან მოლდოვასა და უკრაინას ავანსად მიეცათ კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი უარი ეთქვა. ამას დღემდე იყენებს რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი და სამართლიანი. იმედი გვაქვს, წელს იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვნად დადებითად აისახება, მათ შორის ე.წ. პოლარიზაციაზე საქართველოში“, - განაცხადა