გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე "მეცში" აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

მიუხედავად იმისა, რომ უკვე „აიაქსის“ რიგებში თამაშობს, გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ფრანგული კლუბის ვებგვერდზე ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. აგვისტოში გიორგიმ „მეცის“ მაისურით ლიგა 1-ში სამჯერ ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ გუნდის თვის MVP გახდა.

მიქაუტაძე „მეცმა“ „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გაყიდა. ქართველ ფორვარდს ნიდერლანდურ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი, როდესაც „სიტარდთან“ 90 წუთი ითამაშა.