თურქული „გალათასარაის“ ფეხბურთელმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი შეიძინა

თურქული „გალათასარაის“ ფეხბურთელმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი შეიძინა

თურქული „გალათასარაის“ არგენტინელმა ფორვარდმა მაურო იკარდიმ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი შეიძინა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

30 წლის ფეხბურთელმა „როლს-როისში“ 26 მილიონი ევრო გადაიხადა. გამოცემის ცნობით, მსოფლიოში „ნავის კუდად“ (Boat Tail) წოდებული მოდელის მხოლოდ სამი ეგზემპლარი არსებობს. ერთი მათგანი რეპერ Jay-Z-ის, მეორე კი უცნობ ბიზნესმენს ეკუთვნის, რომელმაც დიდძალი ქონება მარგალიტის ინდუსტრიაში დააგროვა.

როგორც Daily Mail-ი აღნიშნავს, „ნავის კუდის“ ყველა დეტალი ადამიანის ხელით კეთდება და ერთი ავტომობილის აწყობას 4 წელი სჭირდება.