ირაკლი ღარიბაშვილი: მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, პირიქით - მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს

ირაკლი ღარიბაშვილი: მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, პირიქით - მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს

მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, პირიქით - მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებით, თავისი გამოცდილებით, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი ძალა მზადაა ითანამშრომლოს ყველა ოპოზიციურ ძალასთან.

„სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება, ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ ქვეყანაში მოახდინონ დესტაბილიზაცია. რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, რომ ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ სერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამავდროულად ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.