ხატია დეკანოიძე: ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის და ზოგადად კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან სწორი პოზიცია

ხატია დეკანოიძე: ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის და ზოგადად კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან სწორი პოზიცია

საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის და ზოგადად კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან სწორი პოზიცია, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია მათ შორის შეაფასეს და დააფასეს დასავლელმა პარტნიორებმა. ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელსაც აჟღერებს, რომს აქართველოს ევროინტეგრაცია არის აუცილებელი, საჭირო და ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 7 სექტემბერს მოქალაქეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მიმართა.