გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლა იყო აღიარებითი ჩვენება, რომ ის არღვევდა და მომავალშიც დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას

გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლა იყო აღიარებითი ჩვენება, რომ ის არღვევდა და მომავალშიც დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას

პრეზიდენტის გამოსვლა იყო აღიარებითი ჩვენება, რომ ის არღვევდა და მომავალშიც დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რაც ვფიქრობ, არის კიდევ ერთი მტკიცებულება საკონსტიტუციო სასამართლოში, მის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„როგორ გავიგოთ, როცა ამბობს, რომ ის არის ნაწილობრივ ევროპელი - ევროპელობა ეთნიკური წარმომავლობა არ არის. ანუ, ალბათ ის გულისხმობდა საფრანგეთს, სადაც ცხოვრობდა. პრეზიდენტს თუ მიაჩნია, რომ საფრანგეთია ევროპაა და საქართველო არ არის ევროპა, სწორედ ამიტომაც ეთქვა მას უარი უცხოეთში ვიზიტებზე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.