მაკა ბოჭორიშვილი ჟოზეფ ბორელის ვიზიტზე: ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთან უმაღლეს დონეზე ვისაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე

მაკა ბოჭორიშვილი ჟოზეფ ბორელის ვიზიტზე: ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთან უმაღლეს დონეზე ვისაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე

[ჟოზეფ ბორელთან] შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს დაეთმობა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა რომ ევროკავშირის წარმომადგენელთან უმაღლეს დონეზე ვისაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს მოვლენები ევროკავშირთან მიმართებაში და ის პროგრესი რასაც ქვეყანამ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. რა თქმა უნდა შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს დაეთმობა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი, საქართველოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ჟოზეფ ბორელი პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შეხვედრას გამართავს საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. აგრეთვე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.