ლელა რაზიკაშვილი: პოლიტიკური პროცესები მიდის ძველი სახეებით, ძველი მეთოდებითა და მიზნებით

ლელა რაზიკაშვილი: პოლიტიკური პროცესები მიდის ძველი სახეებით, ძველი მეთოდებითა და მიზნებით

ძალიან რთულ ფაზაში შევდივართ, პრაქტიკულად ჩვენ ვართ წინასაარჩევნო პერიოდში და ჩვენ - საზოგადოება ვყალიბდებით და ვაყალიბეთ ჩვენს პოზიციას, - ამის შესახებ ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარემ, ლელა რაზიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენთვის ეს ძალიან სანერვიულოა, როგორ შეიცვლება გარემო, რა იქნება ჩვენი შვილებისთვის. პოლიტიკური პროცესები მიდის ძველი სახეებით, ძველი მეთოდებითა და მიზნებით. პოლიტიკურ პროცესში ამომრჩეველი უნდა ხედავდეს პროგრესს, იმედს და უკეთესობას“, - აღნიშნა რაზიკაშვილმა.