რუბლებით პრორუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა არის „ნოუჰაუ“ საქართველოსთვის. ეს მარტო საქართველოში ხდება ალბათ. რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტს გამოაცალა [ფინანსები] ხოშტარიამ, ისინი ხომ მერე ტანკებს იყიდდნენ და ებრძვის საქართველოში პუტინიზმს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ გაერთიანების შეფასებისას განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ, სანამ ეს ერთობა დაანონსდებოდა, მე ჩამოვთვალე სავარაუდო მოდელი, როგორ შეიძლება გადაჯგუფდნენ და რა დავალებას მისცემენ. მათ ვინ ეკითხებათ, რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ახლა გამოიკვეთა ასეთი დავალების კონტურები, ერთი, რომ „ნაცმოძრაობა“, რასაც ხუთიანის ფაქტორი წამოიღებს, მეორე, ვითომ მესამე ძალა, „ლელო“ და მის გარშემო შემოკრებილი რაღაცნაირი საზოგადოება. შემდეგ რჩება ორი ჯგუფი, ერთი ვითომ ლიბერალები, სინამდვილეში ფსევდო ლიბერალები, „გირჩი“, ხოშტარია და ა.შ. რომ ლიბერალების ხმები წაიღონ და მესამე - „ქართულ ოცნებას“ შიგნიდან ვინ დააზიანებს, ეს ინტერესი აქვთ. აქ განიხილავენ გახარიასა და მათნაირების ფაქტორს. ამ ოთხი მიმართულებით როგორ გადაჯგუფდებიან მათი საქმე არ არის. დაავალებენ და ისე დაჯგუფდებიან“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან.