დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო. სახელდობრ, თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე მეტეორიტის შესწავლის დროს, რომელიც ანტარქტიდაში აღმოაჩინეს.

მათ იპოვეს ახალი საფუძვლიანი მტკიცებულებანი იმის სასარგებლოდ, რომ „სამშენებლო მასალა”, რომლის საშუალებითაც ჩვენი პლანეტა დასახლებული გახდა, შემოვიდა ღია კოსმოსიდან.

„როგორც გაირკვა, მაღალი წნევისა და ტემპერატურის მოქმედებით, მეტეორიტის ნაწილაკები, რომლებიც ანალიზისთვის აიღეს, გამოყოფს ამინიუმს – პირველი თვითწარმომქმნელი მოლეკულების ძირითად კომპონენტს, რომლის ბაზაზეც შემდგომში წარმოიქმნა დნმ“, – წერს გაზეთი „ინდეპენდენტე”.

მეტეორიტებისგან გამოყოფილი ამიაკი შესაძლებელია, გამხდარიყო აზოტის წყარო, მიიჩნევს კვლევების ხელმძღვანელი, არიზონის უნივერსიტეტის პროფესორი სანდრა პიცარელო. „ექსპერიმენტებმა აგრეთვე აჩვენა აზოტი, რომელიც შედის ამიაკის შემადგენლობაში, შედგება არაჩვეულებრივი იზოტოპებისაგან. ეს კი მისი არამიწიერი წარმოშობის სასარგებლოდ მეტყველებს“, – წერს გამოცემა.

როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, დედამიწა თავისი „ადრეული ახალგაზრდობის” ეპოქაში აქტიურად იბომბებოდა კოსმოსიდან – ასტეროიდები და მეტეორიტები წვიმასავით ცვიოდა დედამიწაზე. ალბათ, მათ შემოიტანეს ჩვენს პლანეტაზე პრიმიტიული სიცოცხლისათვის საჭირო „აგურები”.

უფრო ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეტეორიტები შეიცავენ სხვადასხვა ორგანულ მოლეკულებს, მაგალითად, ამინომჟავებს, რისგანაც შედგება ცილები – დნმ-ის კომპონენტები. მაგრამ, ახლა პირველად დამტკიცდა, რომ მეტეორიტი შეიძლება ამიაკის საკმარისი რაოდენობის წყარო ყოფილიყო.

ბრიტანელი სწავლულის ტედ ნილდის თეორიის თანახმად, რომელიც ეყრდნობა შვედი სწავლულის, ბირგერ შმიტცის კვლევებს, 470 მილიონი წლის წინათ მარსსა და იუპიტერს შორის არსებული გიგანტური ასტეროიდი ნაწილებად დაიშალა და 10 მილიონი წლის განმავლობაში ცვიოდა ჩვენს პლანეტაზე. შედეგად, ნილდის აზრით, მრავალჯერ აჩქარდა ბიოლოგიური ევოლუცია და გაჩნდა სიცოცხლის ახალი ფორმები.