მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტს ხვალ რომ აზრად მოუვიდეს ისეთი წარმომადგენლობის განხორციელება, რომელიც ჩვენს ინტერესებთან ახლოს არ იყოს და მოინდომოს „ესენგეს“ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, ესეც იქნება შეზღუდული

მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტს ხვალ რომ აზრად მოუვიდეს ისეთი წარმომადგენლობის განხორციელება, რომელიც ჩვენს ინტერესებთან ახლოს არ იყოს და მოინდომოს „ესენგეს“ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, ესეც იქნება შეზღუდული

პრეზიდენტს ხვალ რომ აზრად მოუვიდეს ისეთი წარმომადგენლობის განხორციელება, რომელიც მაინც და მაინც ჩვენს ინტერესებთან ახლოს არ იყოს და მოინდომოს „ესენგეს“ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, რასაკვირველია, ესეც იქნება შეზღუდული, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ერთადერთი სწორი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს და ჩვენი ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციითაა განსაზღვრული ეს გახლავთ იმპიჩმენტის პროცედურების წამოწყება და შესაბამისად, ამის კვალდაკვალ მიყოლა და დასკვნების გამოტანა ესაა ნორმალური.

არ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევა ან დაცვა გავამართლოთ ან არ გავამართლოთ იმის მიხედვით, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რა ნაბიჯებს დგამს პრეზიდენტი. პრეზიდენტს ხვალ რომ აზრად მოუვიდეს ისეთი წარმომადგენლობის განხორციელება, რომელიც მაინც და მაინც ჩვენს ინტერესებთან ახლოს არ იყოს და მოინდომოს „ესენგეს“ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, რასაკვირველია, ესეც იქნება შეზღუდული“, - განაცხადა სარჯველაძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დასაწყებად დოკუმენტები მზად არის. საპროცედურო კომიტეტს მმართველი გუნდი ხელმოწერებს დღეს წარუდგენს. კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს. შემდეგ კი, დოკუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა. სალომე ზურაბიშვილი ისევ დუმს. იმპიჩმენტზე არაფერს ამბობს და კონსტიტუციის დარღვევით, ნებართვის გარეშე შეხვედრებს განაგრძობს.