მამუკა მდინარაძე: სტრასბურგის სასამართლო იქცა „ნაცების“ მხილების სასამართლოდ. გახსოვთ ნიკა მელიას დაკავებაზე რა აჟიოტაჟი იყო, დღეს უკვე ვიცით, რომ ესეც ერთ-ერთი მორიგი ფეიკ კამპანია და ტყუილების კასკადი იყო

მამუკა მდინარაძე: სტრასბურგის სასამართლო იქცა „ნაცების“ მხილების სასამართლოდ. გახსოვთ ნიკა მელიას დაკავებაზე რა აჟიოტაჟი იყო, დღეს უკვე ვიცით, რომ ესეც ერთ-ერთი მორიგი ფეიკ კამპანია და ტყუილების კასკადი იყო

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რამხელა აჟიოტაჟი იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და გარკვეული ადამიანები, ადამიანთა წრეები ყოველგვარი უხერხულობის გარეშე როგორ მიუთითებდნენ, რომ ეს [ნიკა მელიას დაკავება] არის პოლიტიკური, უკანონო დაკავება. დღეს უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვიცით, რომ ესეც ერთ-ერთი მორიგი ფეიკ კამპანია და ტყუილების კასკადი იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„გარდა იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უფლებებთან დაკავშირებით სიმართლის დამდგენი სასამართლო, „ნაცებისთვის“ ის იქცა მხილების სასამართლოდ. თქვენ გახსოვთ რამდენ საქმესთან დაკავშირებით, რა პიარკამპანიები ჩამოუნგრია თავისი გადაწყვეტილებებით „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერებს, მის პატრონებს ამავდროულად. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რამხელა აჟიოტაჟი იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და გარკვეული ადამიანები, ადამიანთა წრეები ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, როგორ მიუთითებდნენ, რომ ეს [ნიკა მელიას დაკავება] არის პოლიტიკური, უკანონო დაკავება. დღეს უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვიცით, რომ ესეც ერთ-ერთი მორიგი ფეიკ კამპანია და ტყუილების კასკადი იყო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ამავდროულად შეგვიძლია ამოვიკითხოთ ისიც, რა თქმა უნდა ეს იქ არ წერია, მაგრამ შედეგი ეს არის, რომ ყველა ადამიანი, ვინც ნიკა მელიას უკანონოდ დაკავებაზე საუბრობდა, უბრალოდ ტყუილს ამბობდა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.