ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ალბერტო ბიგონმა, რომელმაც „ნაპოლის“ 1990 წელს სკუდეტო მოაგებინა, ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, შემთხვევითობა არ არის, რომ ქართველს დიდი ხანია გოლი არ გაუტანია.
„კვარაცხელიას უგოლო სერია შემთხვევითობა აბსოლუტურად არ არის. მას უკვე ყველა იცნობს, განსაკუთრებით მეტოქე მწვრთნელები. მას ყოველთვის პირველ რიგში ეთამაშებიან ორმაგი მეურვეობით, რაც თავიდან არ ხდებოდა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ აქვს მშრალი სერია“, - თქვა ბიგონმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი ბოლოს 19 მარტს, „ტორინოს“ წინააღმდეგ პენალტით გაიტანა.