რონალდუ:

რონალდუ: "ვისაც კრიშტინუ უყვარს, მესი არ უნდა სძულდეს"

პორტუგალიის ნაკრებისა და „ალ-ნასრის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ლიონელ მესისთან მეტოქეობა მშვენიერი იყო, თუმცა, უკვე წარსულს ჩაბარდა. როგორც მან თქვა, რონალდუს ფანებს მესი არ უნდა სძულდეთ და პირიქით.

„მინდა თამაში გავაგრძელო, თავს კარგად ვგრძნობ, გუნდისთვის სასარგებლო ვარ. ნაკრებში 20 წელი მეამაყება, რადგან ეს სტაბილურობას გვიჩვენებს. რთულია, მაგრამ დავამტკიცე, რომ ეს შეიძლება. სანამ ვითამაშებ, მინდა მაღალი მიზნები მქონდეს და რაღაც დიდზე ვიფიქრო. ორივე თამაშის მოგება მინდა, თუ ამას მოვახერხებთ, ევრო 2024-ზე პრაქტიკულად გავალთ.

საუდის არაბეთში ტრანსფერები? ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. 6 თვის წინ ვთქვი ეს და ყველა ფიქრობდა, რომ გიჟი ვიყავი. ჩემთვის დიდი პრივილეგია იყო ფეხბურთის თვალსაზრისით ქვეყნის კულტურის შეცვლა და დიდი ვარსკვლავების საუდის არაბეთში წასვლა.

მესისთან დაპირისპირება უკან დარჩა, გულშემატკივრებისთვის მშვენიერი მეტოქეობა იყო. ვისაც კრიშტიანუ უყვარს, მესი არ უნდა სძულდეს და პირიქით. ჩვენ ძალიან კარგები ვიყავით, შევცვალეთ ფეხბურთის ისტორია და მთელ მსოფლიოში პატივს გვცემენ, ესაა მთავარი. ის თავს გზას გადიოდა, მე - ჩემსას. 15 წელი ვიზიარებდით სცენას და საბოლოოდ, ვერ ვიტყვი, რომ მეგობრები გავხდით, მაგრამ ერთმანეთს პატივს ვცემთ“, - თქვა რონალდუმ.