მარკო ვერატი კარიერას კატარში გააგრძელებს. იტალიელი ნახევარმცველი პსჟ-ს გეგმებში არ შედის და დიდი ხანია ტრანსფერზე იყო დაყენებული.
როგორც ცნობილი გახდა, მარკო „ალ-არაბიში“ ითამაშებს, რომელიც „პარი სენ-ჟერმენს“ 50 მილიონ ევროს გადაუხდის. იტალიელი უკვე დოჰაშია, სადაც საბოლოო დეტალები თანხმდება.
მარკო ვერატი პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც არ შეუყვანია, ხოლო ლუის ენრიკემ თქვა, რომ სანამ ის პარიზელების მთავარი მწვრთნელია, ვერატი პსჟ-ში ვერ ითამაშებდა.
მარკო ვერატი პსჟ-ს ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და 416 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე მან კარიერა სამშობლოში, „პესკარას“ რიგებში დაიწყო.