გუშინ თურქული „გალათასარაის“ ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელი ფათიხ თერიმი თანამდებობიდან გადააყენა.
თურქეთის ეროვნული გუნდის თავკაცის გადაყენების მთავარი მიზეზი მიმდინარე სეზონში სტამბულური კლუბის სუსტ გამოსვლაში უნდა ვეძიოთ.
რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „Daily Mail” გაავრცელა ცნობა რომ უახლოეს დღეებში „გალათასარაის“ ახალ მთავარ მწვრთნელად იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი ფათიხ თერიმი დაინიშნება.
გამოცემის მტკიცებით, რობერტო მანჩინი უკვე სტამბულში იმყოფება და „გალას“ ხელმძღვანელობასთან დღეს საბოლოო მოლაპარაკებას გამართავს.