რამდენიმე თვის წინ გერმანულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ პოლონეთის ეროვნული გუნდისა და დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი კარიერის გაგრძელებას მიუნჰენის „ბაიერნში“ აპირებდა.
აღმოსავლეთ ევროპელი შემტევის სამწუხაროდ კლუბებმა მისი ტრანსფერის შესახებ საერთო ენა ვერ გამონახეს და ფეხბურთელს ამჟამინდელ გუნდში დარჩნა მოუხდა.
ლევანდოვსკის „ბორუსიასთან“ გაფორმებული ხელშკრულების მოქმედების ვადა მომავალი წლის ზაფხულში უსრულდება. თუ იურგენ კლოპის კლუბი მას მანამდე არ გაყიდის, პოლონელი ქალაქ დორტმუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
დღეს დილით გამოცემამ „Bild” გაავრცელა ცნობა, რომ პოლონელი „ბორუსიას“ 2014 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დღეებში დატოვებს.
ეს ინფორმაცია ფეხბურთელმა გუშინ საღამოს ოფიციალურად დაადასტურა.