რომან გოცირიძე: ბორელი იმის გამო ჩამოდის, რომ არ უნდა საქართველო რუსეთთან პირისპირ დატოვოს

რომან გოცირიძე: ბორელი იმის გამო ჩამოდის, რომ არ უნდა საქართველო რუსეთთან პირისპირ დატოვოს

ბორელი იმის გამო ჩამოდის, რომ არ უნდა საქართველო რუსეთთან პირისპირ დატოვოს,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ აღარაფერი უნდა გააკეთოს და ისტორიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ.

„ბორელი იმის გამო ჩამოდის, რომ არ უნდა საქართველო რუსეთთან პირისპირ დატოვოს. უნდა რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, ოღონდ ხელისუფლებამ ელემენტარული რაღაც უნდა გააკეთოს. ახლა უკვე გაკეთებაზეც არ არის საქმე. თუ არაფერს აკეთებენ და ვიცით, რომ არაფერი შეასრულეს, ამ 12 რეკომენდაციიდან 9 შეუსრულებელია, საქმეს ნუ გააფუჭებენ. გაჩერდნენ, ნურაფერს იზამენ და ავანსად ისტორიულ და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო მოგვცემენ ამ სტატუსს. უნდათ ამის გაკეთება“,- აღნიშნა გოცირიძემ.

საქართველოს 7 სექტემბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში განხილვის მთავარი თემა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი იქნება.