ირაკლი კობახიძე: სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“, რაც ძალიან კარგია - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა

ირაკლი კობახიძე: სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“, რაც ძალიან კარგია - ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა

გვარამია არ არის სერიოზული პერსონა იმისთვის, რომ მასზე სიღრმისეულად ვისაუბროთ. ესეც კიდევ ერთი გამოხატულებაა, თუ როგორი დაშლილია „ნაცმოძრაობა“, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კითხვას: - იმ შემთხვევაში თუ ნიკა გვარამია პოლიტიკაში მოვა, როგორ აფასებთ მის შანსებს?

ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სრული ქაოსია.

„გვარამია ახლა თავის მარჯვენა ხელს - გაბუნიას აკრიტიკებს, რომელმაც თავის მხრივ „ნაცმოძრაობა“ გააკრიტიკა, მერე ერთად გააკრიტიკეს კვესიტაძე, თუ პირიქით. სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“, რასაც შეიძლება პოპკორნით უყურო. ძალიან კარგია ეს ყველაფერი. ხუმრობის მიღმა, ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა. ამ ადამიანებს ჰყავთ პატრონები, რომლებიც აცოცხლებდნენ წლიდან წლამდე. ყველა უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ „ნაცმოძრაობის“ პირობებში საკუთარ მიზნებს ვერავინ მიაღწევს, რადგან „ნაცმოძრაობა“ აბსოლუტურად გამოუსადეგარი ინსტრუმენტია ქართულ პოლიტიკაში თავისი ბნელი წარსულით. ეს არის ჩვენი ქვეყნის ბნელი წარსული და ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ. მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი პოლიტიკური სისტემა თვისებრივად გაჯანსაღდება და ამის მორიგი ათვლის წერტილი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს“, - განაცხადა კობახიძემ.