გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი რომ დასცილდა ქართულ, ტრადიციულ, ეროვნულ ფასეულობებს, ეს, თურმე ბოკერიას ბრალია, სისასტიკე და სადიზმი - ვანო მერაბიშვილის, მისი ბრალი კი არაფერია და ამ ძიძგილაობაში ატარებენ დროს

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი რომ დასცილდა ქართულ, ტრადიციულ, ეროვნულ ფასეულობებს, ეს, თურმე ბოკერიას ბრალია, სისასტიკე და სადიზმი - ვანო მერაბიშვილის, მისი ბრალი კი არაფერია და ამ ძიძგილაობაში ატარებენ დროს

გახლეჩის პროცესები ინტენსიურად მიმდინარეობს და ბოკერია-სააკაშვილის დაპირისპირებაც ახალი არ არის. უბრალოდ, „ევროპულმა საქართველომ“ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც არ გაემიჯნა წარსულს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბოკერიას აბრალებს, რომ დასცილდა ქართულ, ტრადიციულ, ეროვნულ ფასეულობებს.

„გახლეჩის პროცესები ინტენსიურად მიმდინარეობს და ბოკერია-სააკაშვილის დაპირისპირებაც ახალი არ არის. უბრალოდ, „ევროპულმა საქართველომ“ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც არ გაემიჯნა, თუნდაც იმ წარსულს და დღევანდელობაში იმ წარსულიდან გადმოყოლილ უშველებელ პრობლემებს, თავის თავზე აიღო ბევრი რამ და არ ჩამოყალიბდა გარკვეულ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც თავისი საკუთარი ხედვა გააჩნია. ამ ეტაპზე დარჩნენ ურთიერთ ბრალდებების დონეზე. სააკაშვილი მას აბრალებს, რომ დასცილდა ქართულ, ტრადიციულ, ეროვნულ ფასეულობებს და ეს ყველაფერი, თურმე ბოკერიას ბრალია, სისასტიკე და სადიზმი - ვანო მერაბიშვილის. მისი ბრალი არაფერია და ამ ძიძგილაობაში ატარებენ დროს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა. მისი თქმით, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება. ამას გამოეხმაურა თავად „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეც. გიგა ბოკერიას თქმით, როცა შავრაზმელობა, პოპულიზმი, ფარისევლობა, ბელადომანია ავტომატურად მისაღები ხდება დიდი ოპოზიციური ძალისთვის, ეს არის კატასტროფა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის.