ლევან ბეჟაშვილი: შიდა დაპირისპირებაზე ყურადღების გამახვილება და აქცენტები არის ხელოვნური - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთიანი

ლევან ბეჟაშვილი: შიდა დაპირისპირებაზე ყურადღების გამახვილება და აქცენტები არის ხელოვნური - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთიანი

შიდა დაპირისპირებაზე ყურადღების გამახვილება და აქცენტები არის ხელოვნური - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთიანი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, ერთიანობას ალტერნატივა არ გააჩნია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის გუნდი, შესაბამისად გვაქვს ერთი მიზანი და ამოცანა, რომ ყველა გავაერთიანოთ საერთო გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა. მისი თქმით, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება. ამას გამოეხმაურა თავად „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეც. გიგა ბოკერიას თქმით, როცა შავრაზმელობა, პოპულიზმი, ფარისევლობა, ბელადომანია ავტომატურად მისაღები ხდება დიდი ოპოზიციური ძალისთვის, ეს არის კატასტროფა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის.