„ფარაზე“ გამოქვეყნებული ინფორმაციის წყალობით ახლა ყველასთვის გასაგებია, რომ ხშირად საქართველოს ხელისუფლებისთვის არარსებული ბრალდებების წაყენება რეალურად არის არა ჟურნალისტიკა, არამედ ლობიზმი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.
„უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ მიკერძოებულად, ანგარების მოტივით აკეთებენ ადამიანები ასეთ შეფასებებს, რომ თითქოს საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
დავით კეზერაშვილის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიასთან კავშირში მყოფმა ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტში მორიგი შეკვეთილი შეკითხვა დასვა. კითხვა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ეხებოდა და ჟურნალისტმა საქართველოს ხელისუფლებას პრორუსი უწოდა. ლობისტურ კომპანიასთან ალექს რაუფოღლუს თანამშრომლობა „ფარას“ ახალი დოკუმენტებით დადასტურდა.