თორნიკე შარაშენიძე: „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესში სანახაობის ელემენტია, ყურადღებას გადავიტანთ და მშვენივრად გავატარებთ შემოდგომას

თორნიკე შარაშენიძე: „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესში სანახაობის ელემენტია, ყურადღებას გადავიტანთ და მშვენივრად გავატარებთ შემოდგომას

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესში სანახაობის ელემენტია. ყველანი ყურადღებას გადავიტანთ და მშვენივრად გავატარებთ შემოდგომას,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა.

შარაშენიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყურადღების გადატანის მიზნით, საშემოდგომოდ საქმე ნაწილობრივ გააკეთა.

„ოპოზიცია ყოველთვის ცხელს გვპირდება, ცხელ შემოდგომას აანონსებენ ხოლმე, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ცხელი შემოდგომის დიდი ნაწილი მოხმარდება, სწორედ, ამ თემის გარშემო კინკლაობას. ასე რომ, საქმე ნაწილობრივ გაკეთებულია“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ექსპერტის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესში ანტიდასავლურ კამპანიას ვერ ხედავს.

მისივე მოსაზრებით, მთავრობას აწყობს კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსით მარტივად გაიმარჯვებს 2024 წლის არჩევნებში, ვიდრე კანდიდატის სტატუსის გარეშე.

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომ არ მიიღონ პრობლემები ხომ იქნება? და ეს პრობლემები მთავრობას რად უნდა? პირიქით, სტატუსს თუ მიიღებენ ამით არჩევნებზე გავლენ „ომი თავიდან ავიცილე და კანდიდატის სტატუსიც მაქვს“, - არჩევნები ფაქტობრივად მოგებულია“,- განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, მართულია თუ არა „ქართული ოცნება“ რუსეთის მიერ, ამას შედეგები აჩვენებს.

„პოლიტიკა შედეგებით იზომება. რაც არ უნდა აბრალონ, საბოლოო ჯამში შედეგებით ვიმსჯელებთ. ყველაფერი შედეგებით უნდა გავზომოთ, პირველი პრეზიდენტი, მეორე, მესამე და მეოთხეც“,- აღნიშნა შარაშენიძემ.