მედიის ცნობით, სერგეი სუროვიკინი არაოფიციალური პატიმრობიდან გათავისუფლდა

მედიის ცნობით, სერგეი სუროვიკინი არაოფიციალური პატიმრობიდან გათავისუფლდა

მედიის ცნობით, საჰაერო-კოსმოსური ძალების ყოფილი მეთაური, არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი არაოფიციალური პატიმრობიდან გათავისუფლდა.

როგორც თავის Telegram-ზე ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი წერს, სერგეი სუროვიკინი მოსკოვში, საკუთარ სახლში, ოჯახის გვერდით იმყოფება. ამ ინფორმაციას ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გამოცემა The New York Times-იც ადასტურებს.

28 ივნისს, გამოცემა The New York Times-ი სადაზვერვო მონაცემებზე წვდომის მქონე რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ სერგეი სუროვიკინმა იცოდა, რომ ევგენი პრიგოჟინი ამბოხს გეგმავდა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სულ მცირე 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, მათ შორის გენერალი სერგეი სუროვიკინი არაოფიციალურად დააკავეს.