შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1990 წელს დაბადებული ელგუჯა გ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 23 სექტემბერს, საღამოს, გორის რაიონის სოფელ შინდისში, შურისძიების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელს, 1976 წელს დაბადებულ მალხაზ მთვარაძეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილი წარსულში ყაჩაღობისა და მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).