ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი თავის 6 შვილს სკოლაში არ უშვებს.
ქალბატონი ანჯელინა თვლის, რომ აღზრდის სისტემა დროს ჩამორჩა, ამიტომ, უმჯობესია, მისმა შვილებმა სახლში ისწავლონ.
ამისთვის მსახიობი მათთვის რეპეტიტორებს ქირაობს და ცდილობს, ბავშვებს მსოფლიო ანახოს.
- მე მართლა ვფიქრობ, რომ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ და განათლების სისტემა ჩამორჩება დროის მოთხოვნებს, - ამბობს ანჯელინა ჯოლი, - მირჩევნია, ჩემი შვილები წავიყვანო სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებში, წავუკითხო საინტერესო წიგნი ან ვასწავლო გიტარაზე დაკვრა, ვიდრე მათ საკლასო ოთახში მოწყენილობისგან სული ამოხდეთ.
მიუხედავად ამისა, ანჯელინა ჯოლის და ბრეტ პიტის შვილები ირიცხებიან სხვადასხვა სკოლებში, რომლებიც მდებარეობენ ნიუ-იორკში, პრაღასა და ვენეციაში. ამ სკოლებში განათლების ფრანგული სისტემაა დანერგილი.