2050 წელს დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს

2050 წელს დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდს მიაღწევს

2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9 მლრდ ადამიანს გადააჭარბებს.

ასწლეულის ბოლოს კი ეს მაჩვენებელი 10.1 მლრდ ადამიანამდე გაიზრდება, - ნათქვამია გაეროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

გაეროს მოხსენება, სადაც მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის ზრდაზეა საუბარი, მოსახლეობის აღრიცხვის განყოფილებამ წარმოადგინა.

მოხსენების ავტორების აზრით, უკვე წელს მოსახლეობის რაოდენობა 7 მლრდ-ს გადააჭარბებს.

2023 წელს მოსახლეობა 8 მლრდ-მდე გაიზრდება, 2041 წლისთვის კი დედამიწაზე 9 მლრდ ადამიანი იცხოვრებს. ეს მაჩვენებელი კი 2081 წელს 10 მილიარდს მიაღწევს.

ასეთი მაჩვენებლები იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ მსოფლიოში დემოგრაფიული ტენდენციების პროგნოზირებული სცენარი განვითარდება.

ამასთან, მოსახლეობის ზრდა მოსალოდნელია იმ ქვეყნებში, სადაც შობადობის მაჩვენებელი მაღალია, კერძოდ აფრიკის, ლათინოამერიკისა და აზიის სახელმწიფოებში.

ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში დაბალი შობადობაა. ამ ქვეყნებში მოსახლეობის სწრაფი დაბერებაც აღინიშნება. თუკი შობადობა გაიზრდება, 2100 წლისთვის დედამიწაზე, შესაძლოა, 15,8 მლრდ-მა ადამიანმა იცხოვროს.