სოსო არჩვაძე: სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს იყო მოწოდება, რომ ვენახი აეჩეხათ და სხვა კულტურები დაერგოთ - ამჟამად, მდგომარეობა რადიკალურად გამოსწორებულია

სოსო არჩვაძე: სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს იყო მოწოდება, რომ ვენახი აეჩეხათ და სხვა კულტურები დაერგოთ - ამჟამად, მდგომარეობა რადიკალურად გამოსწორებულია

სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს იგნორირებული იყო ვაზის კულტურა. იყო მოწოდებაც, რომ აეჩეხათ ვენახი და სხვა კულტურები დაერგოთ, - ამის შესახებ ექსპერტმა, სოსო არჩვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამჟამად მდგომარეობა რადიკალურად გამოსწორებულია.

„არა მარტო ვენახების ფართობია გაორმაგებული და ეს ფართობი ყოველწლიურად იზრდება, არამედ იზრდება სახელმწიფო სუბსიდირება, მხარდაჭერა და შესაბამისად ეს გავლენას ახდენს ჩვენი ექსპორტის მოცულობაზე“, - აღნიშნა ექსპერტმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფერმერებთან სტუმრობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რთველთან დაკავშირებით მთავრობის სხდომა გაიმართა და გადაწყდა, რომ სახელმწიფო გლეხებს მასშტაბურ დახმარებას გაუწევს. კერძოდ, სახელმწიფო სრულად ჩაიბარებს იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იქნება. დაზიანებულ ყურძენში მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის.