არ არსებობს არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მკაცრი, სხვადასხვა ტიპის სანქცია არ მოქმედებდეს

არ არსებობს არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მკაცრი, სხვადასხვა ტიპის სანქცია არ მოქმედებდეს

ანალოგიური კანონები, რომმლებიც საქართველოში მიიღება და რაც დემოკრატიულ ქვეყნებშიც მოქმედებს, ჩვენთან, მათი მხრიდან ყოველთვის წინააღმდეგობას იწვევდა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

„ვერ დამისახელებთ ვერცერთ ევროპულ ქვეყანას, სადაც რომელიმე სახელისუფლებო თუ არასახელისუფლო ორგანიზაცია არ არის ვალდებული, რომ მისი ფინანსური აქტივები, ანგარიშები, გრანტები თუ საგანმანათლებლო პროგრამები იყოს სრულად გამჭვირვალე. მაგრამ, ჩვენთან როგორც კი ელემენტარული გამჭვირვალობის საკითხი დადგა, დავინახეთ, როგორი კატეგორიული წინააღმდეგობა გაგვიწიეს.

არ არსებობს არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მკაცრი, სხვადასხვა ტიპის სანქციები არ მოქმედებდეს. მაგრამ, ჩვენთან დამოკიდებულებაში ეს ყველაფერი კრიტიკას იმსახურებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, არ არსებობს არცერთი სახელმწიფო, სადაც პოლიციასა და სასამართლოზე თავდასხმა არ ისჯებოდეს კანონით.

„ისმევა კითხვა, რა მოტივაცია ამოძრავებს ევროკავშირის გარკვეულ წრეებს, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით, მათთან რაც ზედმიწევნით უნდა მუშაობდეს ჩვენთან ყველაფერი „რუსულად“ არის ასახული. აქ ცალსახად ჩანს, რომ მათი მიზანი არ არის, რომ საქართველოშიც ევროპული სტანდარტი იყოს, მათი მიზანია, რომ მათ მიერ დანერგილი ორმაგი სტანდარტით თავისი პოლიტიკური მიზნები განახორციელონ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ჯარიმა, სისხლის სამართლებრივი დევნა, პატიმრობა - ასეთია საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასჯელის დაკისრების პრაქტიკა შეერთებულ შტატებსა და ევროპულ ქვეყნებში - კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა სერიოზულ დარღვევად მიიჩნევა.

მარბიელი საგამოძიებო კომისიაზე მისვლა რომ სავალდებულოა, ამას არავინ დაობს; ოპო აცხადებს, 1. რომ არჩევნები გაყალბდა და სესაბამისად ხელისუფლება არალეგიტიმურია 2. ამასთან, საგამოძიებო კომისია შექმნილია კონსტიტუციის დარღვევით - ოპოს სათანადო ქვოტის დაცვის გარეშე!
მე პირადად პირველს არ ვეთანხმები, მაგრამ ვეთანხმები მეორეს!
2 საათის უკან