ბელარუსში „ვაგნერის“ დაჯგუფების ბანაკს შლიან. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იტყობინება და სატელიტურ ფოტოებსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ 273 კარვიდან, რომლებშიც „ვაგნერის“ მებრძოლები ცხოვრობდნენ, 100-ზე მეტი უკვე აღებულია.
ამავე დროს, გამოცემა აზუსტებს, რომ კარვების დემონტაჟი სოფელ ცელში ივლისის ბოლოს დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადაჰყავთ „ვაგნერის“ მებრძოლები.