ტრამპი მისი მკვლელობის საფრთხეზე: ჩემი მტრები ველური ცხოველები არიან, ისინი ავადმყოფები არიან

ტრამპი მისი მკვლელობის საფრთხეზე: ჩემი მტრები ველური ცხოველები არიან, ისინი ავადმყოფები არიან

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის მტრებს ველური ცხოველები უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილი წამყვანის, ტაკერ კარლსონის კითხვაზე - გეშინიათ თუ არა იმის, რომ თქვენს მოკვლას შეეცდებიან? - აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა:

ისინი ველური ცხოველები არიან. ისინი ავადმყოფები არიან.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ოპონენტები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოპარვას შეეცდებიან.