ესტონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქმრის კომპანიის რუსეთში საქმიანობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქმრის კომპანიის რუსეთში საქმიანობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ მისი ქმრის, არვო ჰალიკის კომპანიის რუსეთში საქმიანობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო. ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ კაია კალასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კაია კალასის თქმით, კომპანია Stark Logistics-ს არ დაურღვევია არც სანქციები და არც დაუწერელი კანონები.

„ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი სამსახურის პირადი ცხოვრებისგან განცალკევებას. სამწუხაროდ, ახლა ეს ორი ასპექტი გადაიკვეთა. საუბარია ჩემი ქმრის ბიზნესპარტნიორების ქმედებებზე. ჩემი ქმრის ბიზნესსაქმიანობის დეტალები ჩემთვის უცნობია. დიახ, ჩემს ქმარს აქვს წილი ლოგისტიკურ კომპანიაში და ამ კვირის დასაწყისამდე მხოლოდ ეს ვიცოდი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ეს კითხვები ჩემს ქმარს დავუსვი. მისი თქმით, კომპანია ომამდე რუსეთში ლოგისტიკურ საქმიანობას ახორციელებდა და ეს აქტივობა 2022 წლის მარტში შეწყდა. მან ასევე მითხრა, რომ კომპანია ახლა უწევს მომსახურებას რუსეთში მომუშავე ერთ-ერთ ესტონურ კომპანიას, რომლის საქმიანობაც ასევე მალევე შეჩერდება“, - აცხადებს ესტონეთის პრემიერი.

ლაზი ამათ საკუთარი ოჯახის, რუსეთში საქმიანობის შესახებ "არაფერი იციან", სამაგიეროდ საქართველოდან მეორადი ავტომობილების რეექსპორტის შესახებ სრული ინფორმაცია აქვთ და ხელისუფლებას ავალდებულებენ, მცირე სამეწარმეო საქმიანობის (რომლითაც საქართველოში ათი ათასობით ხელოსანია თვითდასაქმებული) მამოძრავებელი, ეს ბიზნესი მოახრჩონ. აი, ასეთი მეგობრები არიან ესენი.
1 წლის უკან