რა არის ცნობილი თვითმფრინავზე, რომლის ავიაკატასტროფასაც პრიგოჟინი ემსხვერპლა?

რა არის ცნობილი თვითმფრინავზე, რომლის ავიაკატასტროფასაც პრიგოჟინი ემსხვერპლა?

თვიმფრი­ნა­ვი, რო­მელ­შიც კერ­ძო სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა Wagner Group-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი და­ი­ღუ­პა, ბიზ­ნეს-ჯეტ Embraer Legacy 600-ია, სა­ბორ­ტო RA-02795 და სე­რი­უ­ლი 14501008 ნომ­რე­ბით.

ის ბრა­ზი­ლი­უ­რი კომ­პა­ნია Embraer-ის მიერ არის წარ­მო­ე­ბუ­ლი. ამ ტი­პის თვითმფი­ნა­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და რუ­სეთ­ში, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მისი ფა­სის გამო. თვითმფრი­ნა­ვის ახა­ლი მო­დე­ლი 26 მლნ დო­ლა­რი ღირს.

კონ­კრე­ტუ­ლად პრი­გო­ჟი­ნის თვითმფრი­ნა­ვი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის დრო­ის­თვის 16 წლის იყო.

2007 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში თვითმფრი­ნა­ვი ავი­ა­კომ­პა­ნია Linxair-ს გა­და­ე­ცა, შემ­დეგ კი მას რამ­დე­ნი­მე სხვა გა­დამ­ზი­და­ვი ფლობ­და.

Wagner Group-მა თვითმფრი­ნა­ვი 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­ი­ძი­ნა. ბიზ­ნეს-ჯე­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მფლო­ბე­ლი შპს MNT-Aero-ა.

"რო­სა­ვი­ა­ცი­ის“ მო­ნა­ცე­მე­ბით, ბიზ­ნეს-ჯე­ტის ეკი­პა­ჟი სამი წევ­რის­გან შედ­გე­ბო­და.

ესე­ნია: მე­თა­უ­რი, ალექ­სეი ლევ­ში­ნი, მე­ო­რე პი­ლო­ტი, რუს­ტამ ქა­რი­მო­ვი და ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი, კრის­ტი­ნა რას­პო­პო­ვა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­რე­მე­ტე­ვოს აე­რო­პორ­ტი­დან მოს­კო­ვი-სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის რე­ი­სით გუ­შინ ორი ბიზ­ნეს-ჯეტ Embraer Legacy 600 აფ­რინ­და, რო­მელ­თა­გან ერ­თში Wagner Group-ის­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, კი­დევ ექ­ვსი პირი და ეკი­პა­ჟის 3 წევ­რი იჯდა, ხოლო მე­ო­რე თვითმფრი­ნა­ვით პრი­გო­ჟინ­ნის თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის გუნ­დი მგზავ­რობ­და.