კელი დეგნანი: ყოველწლიური სწავლება „მტკიცე სული“ არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ერთად ჩავატაროთ წვრთნები და გავაუმჯობესოთ ურთიერთთავსებადობა

კელი დეგნანი: ყოველწლიური სწავლება „მტკიცე სული“ არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ერთად ჩავატაროთ წვრთნები და გავაუმჯობესოთ ურთიერთთავსებადობა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვაზიანის აეროდრომზე „მტკიცე სული 2023“-ის ფარგლებში გამართულ სადესანტო სწავლებას დაესწრო.

„ვიმყოფებით ვაზიანის აეროდრომზე, სადაც იმართება ყოველწლიური სწავლება „მტკიცე სული“, რომელსაც საქართველო მასპინძლობს, აშშ-ის თანახელმძღვანელობით. სწავლებაში 21 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. დღეს დავესწარით საჰაერო დესანტირებას. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ჩავატაროთ წვრთნები ერთად და გავაუმჯობესოთ ურთიერთთავსებადობა, გამჭვირვალობა, ასევე ყოველწლიური სწავლებებით ავიმაღლოთ მზადყოფნის დონე, რაც უფრო აძლიერებს ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას. ამაღელვებელი იყო 173-ე სადესანტო ქვედანაყოფის 180 პარაშუტისტის გადმოხტომა, რომელიც ყოველწლიური სწავლების – „მტკიცე სულის“ ფარგლებში გაიმართა, საქართველოს თავდაცვის ძალების მასპინძლობით. დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2023“ (Agile Spirit 2023) უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს. სწავლების ფარგლებში პირველი საჩვენებელი კომპონენტი ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაიმართა.

ცუგო- წაააადიიიით!!!
"ქაჯანა"
1 წლის უკან
trampi მარტო წადის ძახილი არ უშველის ......ცოტა მაინც უნდა შეაშინო --- ისე არ წავა
მასე მე 24 საათი სუ დედის პროჭს ვუტრიალებ, მაგრამ მაინც არ მიდის
ან კი სად წავა?? ამერიკაში აღარ ჩაესვლება და გიჟია აქედან წავიდეეეს??
მეცინება ხოლმე ---რუსეთმა მასკა ჩამოსძვრაო(როდის ეკეთა როო??)
რუსეთს კი არა ამერიკას ეკეთა მასკა, ამერიკას და ეგე შიგნით როგორი საფრთხობელა ქაჯი ყოფილა
ფუუუუ მაგათი....................კოლუმბიც ქუნემ
1 წლის უკან
trampi მაგის სურათის დანახვაზეც კი გული სუ ,,სიამით,, მევსება ხოლმე
1 წლის უკან