უკრაინის მოსახლეობის 90%-ზე მეტი, ომის დასრულების სანაცვლოდ, ტერიტორიების დათმობის წინააღმდეგია - ასეთია გამოკითხვის შედეგი, რომელიც ფონდმა „დემოკრატიულმა ინიციატივამ“ „რაზუმკოვის სოციოლოგიური კვლევის ცენტრთან“ ერთად ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგებით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში კომპრომისის დაშვებაზე რესპონდენტთა მხოლოდ 5%-ია თანახმა.