მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილი:

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილი: "მზად ვარ, მოვისმინო თქვენი პრობლემები და იდეები, მომაწოდეთ თქვენი ნააზრევი, თუ როგორ სახელმწიფოდ უნდა იქცეს საქართველო"

ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, ვიყო თქვე­ნი ერ­თგუ­ლი მსა­ხუ­რი - თქვენ­თვის და თქვენ­თან ერ­თად! ჩვენ­თვის არა­ფე­რია შე­უძ­ლე­ბე­ლი! ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო დღე­ე­ბი არის წინ. გა­მარ­ჯვე­ბა ახ­ლო­საა! -ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, მას სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბი მი­ა­წო­დონ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ ხე­და­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს.

"ჩვენ წინ ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გვე­ლო­დე­ბა, ამი­ტო­მაც ისე, რო­გორც არას­დროს, ერ­თად დგო­მა გვჭირ­დე­ბა. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას, ამ ყვე­ლაფ­რის დაძ­ლე­ვა და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს აშე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია თქვე­ნი, მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­რე­შე.

მე მზად ვარ, მო­ვის­მი­ნო თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი, გა­ვი­ზი­ა­რო თქვე­ნი იდე­ე­ბი და გეგ­მე­ბი. ერ­თად, ყვე­ლას ჩარ­თუ­ლო­ბით, უნდა ავა­შე­ნოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო, სა­ი­და­ნაც ემიგ­რა­ცი­ა­ში კი არ გა­იქ­ცე­ვი­ან, პი­რი­ქით, ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი სამ­შობ­ლო­ში უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის დაბ­რუნ­დე­ბი­ან.

უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე დღეს არის ჩუ­მად. მინ­და, მოგ­მარ­თოთ თქვენ: ყვე­ლას აზრი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­მა­წო­დეთ თქვე­ნი ნა­აზ­რე­ვი, თუ რო­გორ სა­ხელ­მწი­ფოდ უნდა იქ­ცეს სა­ქარ­თვე­ლო.

დღეს მე ვიმ­ყო­ფე­ბი პუ­ტი­ნის ტყვე­ო­ბა­ში, მაგ­რამ ჩემი მი­ზა­ნი უც­ვლე­ლია.

ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, ვიყო თქვე­ნი ერ­თგუ­ლი მსა­ხუ­რი - თქვენ­თვის და თქვენ­თან ერ­თად!

ჩვენ­თვის არა­ფე­რია შე­უძ­ლე­ბე­ლი! ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო დღე­ე­ბი არის წინ. გა­მარ­ჯვე­ბა ახ­ლო­საა!“- მი­მარ­თავს სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ებს.