ბილ უორდმა ახალი ალბომი ჩაწერა

ბილ უორდმა ახალი ალბომი ჩაწერა

ორი დღის წინ გამოცემამ „Rolling Stone” გაავრცელა ცნობა, რომ სახელგანთქმული ჯგუფი „Black Sabbath”-ის ყოფილმა მედოლე ბილ უორდმა ახალ დისკზე მუშაობა დაასრულა.

ამ დისკის სახელწოდებაა „Accountable Beasts” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის დასასრულს იხილავს.

65 წლის მუსიკოსი ახალ ალბომზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ცნობილი გახდა რომ 2014 წლის იანვარში ბილ უორდი მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრება.

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის მტკიცებით, ერთი თვის წინ უორდს ოზი ოსბორნმა დაურეკა და „Black Sabbath”- ში დაბრუნება სთხოვა. მედოლემ ყოფილი მეგობრის შეთავაზება კვლავ იუარა. ეს ჯგუფი უორდმა თავდაპირველად 1980 წელს მიატოვა, მეორედ კი ანალოგიური ნაბიჯი გასულ წელს გადადგა.