რამდენიმე თვის წინ ბრიტანული „ჩელსი“ პორტუგალიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა. „განსაკუთრებულმა“ კლუბში საკადრო წმენდა დაიწყო.
ბოლო პერიოდში ბატონი ჟოზე ესპანეთის ეროვნული გუნდის მოთამაშეებს ფერნანდო ტორესსა და ხუან მატას ნაკლებად ენდობა და ამ ფეხბურთელებს სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შეუმცირა.
რასაკვირველია მოვლენების ამდაგვარი განვითარებით ტორესი-მატას დუეტი შეწუხებულია და ლონდონური კლუბის დატოვება სურს.
დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ცნობა, რომ ზემოთდასახელებული მოთამაშეების შეძენის სურვილი კატალონიურმა „ბარსელონამ“ გამოთქვა. ამ გუნდის ხელმძღვანელობა „ჩელსის“ წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა და ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების დასახელება მოსთხოვა.
ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, ფერნანდო ტორესი და ხუან მატა 2014 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დღეებში „ბარსელონაში“ გადაბარგდებიან.