დღეს დილით ცნობილი გახდა რომ კლუბი „სანდერლენდის“ იტალიელი თავკაცი პაოლო დი კანიო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მთავარი მწვრთნელის უმუშევრად დატოვების მთავარი მიზეზი ინგლისის პრემიერ ლიგაში „სანდერლენდის“ უსუსურ გამოსვლაში უნდა ვეძიოთ. მიმდინარე სეზონში დი კანიოს შეგირდებმა ინგლისის პირველობაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარეს და ოთხი მარცხი იწვნიეს.
გუნდს დროებით კევინ ბოლი უხელმძღვანელებს.
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ უახლოეს დღეებში „სანდერლენდს“ კიდევ ერთი იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი ჩაიბარებს.
ეს პიროვნება ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი დამრიგებელი რობერტო დი მატეო გახლავთ, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უმუშევარი ბრძანდება.