„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე მცირე კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ხვიჩას მომატების დიდი პოტენციალი გააჩნია.
„მას ჯერ კიდევ შეუძლია ბევრი რამის გაუმჯობესება. როდესაც ბურთი აქვს, გენიოსია, მისი დრიბლინგების ყურება ძალიან სასიამოვნოა“, - თქვა გარსიამ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 2023-2024 წლების სეზონს 19 აგვისტოს, „ფროზინონესთან“ საგარეო მატჩით დაიწყებს.