ფაბრიციო რომანო: ირაკლი აზაროვი

ფაბრიციო რომანო: ირაკლი აზაროვი "შახტარში" ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას დონეცკის „შახტარში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც იტალიელი იტყობინება, მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა და შეთანხმება პრაქტიკულად დახურულია. ამ ეტაპზე უცნობია ტრანსფერის დეტალები.

ქართველი მცველი 2022 წლიდან „ცრვენა ზვეზდაში“ თამაშობს, სადაც 26 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. მან სერბული გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ შეძლო, განსაკუთრებით მიმდინარე სეზონში, რაც ბელგრადელებს ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს.

ასე რომ, „შახტარს“ დაცვის ფლანგებზე ქართველი ფეხბურთელები ეყოლება - მარჯვნივ გიორგი გოჩოლეიშვილი და მარცხნივ ირაკლი აზაროვი.