ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ფინალისტიც გაირკვა. ინგლისის ნაკრებმა მასპინძელი ავსტრალია დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.
თუმცა, ალბიონელებს იოლად ნამდვილად არ მოუგიათ, რადგან 71-ე წუთამდე ანგარიში თანაბარი იყო (1:1), ხოლო მესამე და გარდამტეხი გოლი მხოლოდ 86-ე წუთზე გაიტანეს.
ამრიგად, ინგლისის ნაკრები მუნდიალის ფინალში 20 აგვისტოს, ესპანეთს დაუპირისპირდება. მანამდე, 19 აგვისტოს, მესამე ადგილისთვის მატჩში ავსტრალია და შვედეთი ითამაშებენ.