შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული ალეკო ხ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბათუმში დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 35,024 გრამი „ჰეროინი“ და 1,5 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“-ს შემცველი 5 აბი „ლირიკა“ ამოიღეს.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ალეკო ხ. დაკავების მომენტში ნარკოტიული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).