თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული გიორგი ბ. და 1987 წელს დაბადებული პეტრე ს. თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურთან დააკავეს.
აღნიშნული პირები თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს მიერ 2012 წლის 20 ივლისიდან ორი მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სსსკ-ს 19-109 მუხლით იძებნებოდნენ.
2012 წელს სასამართლომ გიორგი ბ-ს დაუსწრებლად 12 წელი, ხოლო პეტრეს-ს 13 წელი მიუსაჯა.
ამჟამად დაკავებულები სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში არიან შესახლებულები.