რამდენიმე თვის წინ ესპანურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა რომ კატალონიური „ბარსელონას“ კარის დარაჯ ვიქტორ ვალდესს ამჟამინდელი გუნდის დატოვება სურდა.
ვალდესს „ბარსელონასთან“ გაფორმებული ხელშკრულების მოქმედების ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. კლუბის არაერთი მცდელობის მიუხედავად ფეხბურთელს ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა არ სურს.
ცოტა ხნის წინ ვალდესს კარიერა ლონდონის „არსენალში“ უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ გუნდებმა საერთო ენა ვერ გამონახეს.
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Sport.es” გაავრცელა ცნობა, რომ 2014 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დღეებში ვიქტორ ვალდესი ფრანგულ „მონაკოში“ ჩაირიცხება.
„მონაკოს“ ხელმძღვანელობა კატალონიურ კლუბს უკვე დაუკავშირდა და ვალდესის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზა. ფეხბურთელი ფრანგულ გუნდთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ანაზღაურების სახით წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს.