ორი დღის წინ ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში მადრიდის „რეალი“ სტუმრად თურქულ „გალათასარაის“ დაუპირისპირდა. ეს მატჩი ესპანეთის ეროვნული გუნდისა და „სამეფო კლუბის“ კარის დარაჯი იკერ კასილიასისთვის საბედისწერო გამოდგა.
შეხვედრის მე-14 წუთზე მეკარე დაშავდა და შესაცვლელი გახდა.
დღეს დილით გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ ტრავმა სერიოზული არ გახლავთ და კასილიასი ათ დღეში მწყობრში იქნება.
„რეალის“ სამედიცინო პერსონალის მტკიცებით მომავალ კვირაში მეკარე ვარჯიშს განაახლებს და საფეხბურთო მინდორზე ოქტომბრის დასაწყისში ვიხილავთ.
იკერ კასილიასი მშობლიურ გუნდს 2 ოქტომბერს დაუბრუნდება. ამ დღეს ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „რეალი“ დანიურ „კოპენჰაგენს“ უმასპინძლებს.