ეკონომისტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.
„2023 წელი საქართველოში ინფლაციის შემცირებით გამოირჩევა, რასაც პერიოდულად საქსტატის ოფიციალურ მონაცემებშიც ვნახლობთ. რითაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ დაძლია საერთაშორისო ინფლაციური წნეხი და დაუბრუნდა ეკონომიკური ზრდის მაღალ ნიშნულს.
შესაბამისად, ეროვნულ ბანკმა ერთი მხრივ გააუმჯობესა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი და ასწია 6%-მდე და მეორე მხრივ, უკვე მეორედ შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით და დაიყვანა 10.25%-მდე.
შეიძლება კრიტიკოსებმა გამოთქვან ცინიზმი 0.25%-ზე, თუმცა ხაზგასასმელია, როცა ეროვნული ბანკი აქცენტს აკეთებს შემცირებისკენ ეს არის ერთგვარი სიგნალი და აღიარება, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური გარემო არის სტაბილური და შიდა ინფლაციური წნეხი პრაქტიკულად მოხსნილია.
ეროვნული ბანკის დღევანდელი პრეზედენტობის მოვალეობის შემსრულებელი ქ-ნ ნათია თურნავა გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით. დღევანდელი გადაწყვეტილებაც სწორედ ამის ნათელი გამოხატულებაა, რომლითაც ის პრაქტიკულად ყველა სამიზნე ჯგუფს უგზავნის მესიჯს, რომლითაც ის უდასტურებს ყველას, რომ საქართველოს ეკონომიკა პროცესები მიდის სტაბილურად და შესაძლოა მიმდინარე წელს კიდევ მოხდეს განაკვეთის გადახედვა“.