გასული წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დაპატიმრება. ახალი მთავრობის კრიტიკოსებისთვის ნათელი გახდა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ მოტივირებული იყო უფრო მეტად შურისძიებაზე ვიდრე სამართლიანობაზე.
მაგრამ მეორე მხრივ არსებობს მზარდი რწმენა, რომ მართალია, ბოლო დროის დაჭერებმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ახალ მთავრობას შორის ურთიერთობა ჩიხში შეიყვანა, მაგრამ შესაძლოა, ახალმა ადმნისტრაციამ მიაღწია კიდევაც წარმატებას მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების მხრივ.
ქართულ სასამართლო სისტემას ახასიათებს პოლიტიკური ინტრიგების, კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტების ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციიის ყოფილმა მინისტრმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წამოიწყო სასამართლოს რეფორმა, 2003–2012 წლების პერიოდი გამოირჩეოდა განსაკუთრებულად დიდი უფლებამოსილების მქონე პროკურატურითა და მოსამართლეებით, რომლებსაც უკვე რუტინულად გამოჰქონდათ გადაწყვეტილებები მთავრობის სასარგებლოდ. გამამტყუნებელი ვერდიქტების მაღალი პროცენტულობა და დაპატიმრებების რაოდენობა ქვეყანაში გახდა მთავარი ფაქტორი იმგვარი სისტემის მისაღებად, როდესაც ბრალდებულებს ყოველთვის ერჩივნათ მიეღწიათ შეთანხმებისთვის პროკურატურასთან სასამართლოს გზით სიმართლის დადგენის შანსის გამოუყენებლობით.
სასამართლო სისტემის, როგორც მთავრობის ძალაუფლების გამტკიცების დამატებითი საშუალებად გამოყენების ღრმა ისტორიამ გააჩინა ეჭვები, ხომ არ გამოიყენებდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია ისევ მართლმსაჯულებას მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ იარაღად.
მართლაც, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ დაიწყეს სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის დაპატიმრება. დაპატიმრებულთა შორის აღმოჩნდა ვანო მერაბიშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი და სააკაშვილის მხარდამჭერი ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია. ამასთან, თბილისის მერს გიგი უგულავას წაეყენა ფულის გათეთრებისა და სახელმწიფო სახსრების უკანონო განკარგვის ბრალი (დაკავების გარეშე).
აღნიშნულმა საქმეებმა გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება: დასავლეთის დიპლომატები და კანონმდებლებიც კი აფრთხილებდნენ ივანიშვილს ამერიკასა და ევროპაში დაპატიმრებებისა და მათი დამსჯელი ხასიათის წამოწევის გამო მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
ბოლო პერიოდის მანძილზე დაფიქსირდა უამრავი შეცდომა პოლიციის მიერ დაპატიმრების განხორციელებისას მაგალითად ისეთი, როგორიცაა თბილისის მაღალი თანამდებობის პირების დაკავება 27 ივნისს ნატოს გენერალური მდივდის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტის დროს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტუმარმა შეშფოთება გამოთქვა მთავრობის მიერ ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ საქმეების განხილვის ფორმის შესახებ.
თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ბოლო ანგარიში ცხადყოფს, რომ სასამართლოში საქმეების გადასვლის შემდეგ პოლიტიკამ ნამდვილად დაუთმო ასპარეზი მართლმსაჯულებას.
სამართლიანი სასამართლო
თებერვლიდან ივლისამდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველო დააკვირდა ახალაიას, მერაბიშვილის, უგულავას და ბევრი სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის, სააკაშვილს დაპირისპირებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის, საქმეების განხილვას სასამართლოში.
მართლია, სასამართლო სისტემის საბოლოო გამოცდა ამ პირების მიმართ განაჩენისა და გადაწყვეტილებების გამოტანისას დადგება, მაგრამ პროცესის მიმდინარების შესახებ არსებული ანგარიშები უკვე აჩენს საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა მთავრობა მიაღწია იშვიათ წარმატებას მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების მხრივ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიში ადასტურებს, რომ მოსამართლეების მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით, გასული 6 თვის მანძილზე დაცვასა და სახელმწიფო ბრალდებას შორის არსებული „თანასწორობის შემჩნევა უკვე შესაძლებელია“. ანგარიშის ინგლისურენოვანი აღწერილობის მიხედვით „დაცვა და ბრალდება სარგებლობენ თანაბარი შესაძლებლობებით მათი პოზიციების სასამართლოზე წარსადგენად და მათი პროცედურული უფლებების სრული რეალიზაციისთვის“.
ახალიამ და მისმა დაცვამ მოახერხა მიეღწიათ ძალადობისა და წამების შესახებ გარკვეული ბრალდებების მოხსნას სასამართლოს სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილებით 1 აგვისტოს – ახალი ადმინისტრაციის საჯარო დამრცხება, რომელიც ასევე შეიძლება იყოს მისი გამარჯვებაც სასამართლო დამოუკიდებლობის პრეცენდენტის შექმნით.
მართლმსაჯულება ცდილობს, დაამტკიცოს მისი ახალი ძალაუფლება. 10 სექტემბერს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა წააგო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ აქტის გასაჩივრების მიზნით წამოწყებული საბოლოო აპელაცია მიუხედავად ივანიშვილის საჯარო თანხმობისა.
აღნიშნულმა საქმემ განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია, რადგანაც თვით ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეც კი არ არის. მისის მოქალაქეობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს წინა მთავრობამ გააუქმა.
ზურაბიშვილმა, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, წარუმატებლად სცადა რეგისტრაციაზე თანხმობის მიღება იმ არგუმენტით, რომ მაშინ როცა კანონმდებლობა კრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პრეზიდენტის არსებობას, ის არ კრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის მიღებას.
http://www.bne.eu/story5356