"იარეთ კვერცხების კორიდორში. უარესის ღირსი ხართ... რუსი ტურისტი არის ტურისტი, რომელიც არსად არ უყვართ" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ბათუმის მოვლენებს?

რუ­სუ­ლი საკ­რუ­ი­ზო გემი, "ას­ტო­რია გრან­დე" ბა­თუმ­ში კი­დევ ერთხელ შე­ვი­და მწვა­ვე პრო­ტეს­ტის ფონ­ზე. ბა­თუ­მის ნავ­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გრძელ­დე­ბა აქ­ცია, რომ­ლი­თაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რუ­სე­თი­დან გა­მო­სუ­ლი საკ­რუ­ი­ზო გე­მის ქა­ლაქ­ში შეს­ვლას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ 30 ივ­ლი­სის ღა­მით ბა­რი­კა­დე­ბი გა­ნა­ლა­გა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს გემს ვერ მი­ახ­ლო­ე­ბოდ­ნენ.

eadaily.com-ის ცნო­ბით, რუ­სე­ბით სავ­სე ტუ­რის­ტებს, "რა­დი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ით შეხ­ვდნენ".

"რო­გორც ირ­კვე­ვა, აქ­ცია თბი­ლი­სე­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი... ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ სიმ­ღე­რას - აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა, თან ჰქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბი, სიმ­ბო­ლი­კე­ბი და რო­გორც ადრე, ერთი კვი­რის წინ, ახ­ლაც ტუ­რის­ტებს უხამ­სი ჟეს­ტე­ბით ხვდე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც ტუ­რის­ტე­ბი ლა­ი­ნე­რი­დან ჩა­ვიდ­ნენ, მათ ავ­ტო­ბუსს კვერ­ცხე­ბი და წყლის ბოთ­ლე­ბი და­უ­ში­ნეს" - წერს გა­მო­ცე­მა.

რუ­სუ­ლი საკ­რუ­ი­ზო გე­მის ბა­თუმ­ში შეს­ვლის თე­მას, აფხა­ზე­ბიც ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. youtube.com-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ოს ქვეშ კო­მენ­ტა­რებ­ში აფხა­ზე­ბის ერთი ნა­წი­ლი წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა ტუ­რის­ტე­ბის გა­რე­შე სურს. ნა­წი­ლი კი ბა­თუმ­ში შეკ­რე­ბი­ლებს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს და ამ­ბო­ბენ, რომ რუსი ტუ­რის­ტე­ბი არა­ვის უყ­ვარს.

"ანუ ყო­ფი­ლა გა­მო­სა­ვა­ლი. ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­სუ­ლი რუსი ტუ­რის­ტე­ბის ქცე­ვას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში ირუ­ჯე­ბი­ან და სკა­მებ­ზე წვე­ბი­ა­ნო, აქ კი, ბევ­რად და­ბა­ლი ფენა ჩა­მო­დის. გახ­სოვთ, ალ­ბათ, ახა­ლი ათო­ნის ეზო­ში სა­პირ­ფა­რე­შო რომ მო­ა­წყვეს, იქვე სვამ­დნენ და გულს ირევ­დნენ... მხო­ლოდ ამი­ტო­მაც არ ხვდე­ბი­ან არ­სად ოვა­ცი­ე­ბით რუს ტუ­რის­ტებს" - წე­რენ ისი­ნი.

"მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი, ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა, ვინც ამ ვი­დე­ო­შია, ინ­გლი­სუ­რად სა­უბ­რობს, ეს უკვე ნიშ­ნავს პრო­ტესტს და იმას, რომ ისი­ნი უკან არას­დროს დაბ­რუნ­დე­ბი­ან, აფხა­ზეთ­თან ერ­თად თუ მის გა­რე­შე, მა­ინც წინ ივ­ლი­ან" - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ოქ­სა­ნა ქსუ­შა.

"აფხა­ზეთ­ში ჩა­მო­დით, გვინ­და თუ არა, სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა მა­ინც არ არის, ჯერ­ჯე­რო­ბით, აქ სხვა არც ჩა­მო­დის... ვინც ჩა­მო­დის, ისიც აპ­რო­ტეს­ტებს, ეგ­ვიპ­ტე­სა და თურ­ქეთ­ში უფრო ია­ფად და­ვის­ვე­ნებ­თო. იმე­დია, სა­ქარ­თვე­ლო­ში 5-ჯერ ძვი­რი და­გიჯ­დე­ბათ დას­ვე­ნე­ბა. რუსი ტუ­რის­ტი არის ტუ­რის­ტი, რო­მე­ლიც არ­სად არ უყ­ვართ, მას ერ­თა­დერ­თი რის გა­მოც იღე­ბენ - ფული სჭირ­დე­ბათ", - წერს ლეონ აფხა­ზი.

"აფხა­ზეთ­ში არ ჩა­მოვ­ლენ, იცი­ან, რომ აქ ბევ­რად თბი­ლად და გახ­სნი­ლად ხვდე­ბი­ან, შე­ნიშ­ვნებ­სა და კრი­ტი­კა­საც ვი­ტანთ, მაგ­რამ არა, არ გვკად­რუ­ლობ­დნენ! ამ კა­ტე­გო­რი­ას ევ­რო­პის ნოს­ტალ­გია აქვს და ჩვე­ნი სტან­დარ­ტე­ბი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. მიბ­რძან­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში და ია­რეთ კვერ­ცხე­ბის კო­რი­დორ­ში. უა­რე­სის ღირ­სი ხართ", - მი­აჩ­ნია ჰე­ლენ სუ­ხუმსკის.