კომბოსტო – შეიცავს ანტიმჟანგავ ვიტამინებს, კერძოდ, ბეტაკაროტინს და ჩ ვიტამინს. ვინც მას რეგულარულად მოიხმარს, მისი მინერალები და გოგირდოვანი წარმონაქმნი შეამცირებს კუჭისა და ფილტვების კიბოს რისკს.
სტაფილო – მდიდარია ბეტა-კაროტინით და ის მნიშვნელოვანი ანტიმჟანგავია. ასი გრამი სტაფილოს ყოველდღიური მიღება დააკმაყოფილებს ჩვენს ყოველდღიურ მოთხოვნას, ყველა სახის ვიტამინებზე.
ნიორი – მდიდარია სელენითა და თუთიით, ასევე, მინერალებით – კალიუმით, კალციუმით. ის ათხელებს სისხლს, ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, ამცირებს არტერიულ წნევას. ერთი ან ორი კბილი ნიორი დღეში საკმარისია გულისთვის სასარგებლო ეფექტის მისაღწევად.
პომიდორი – მდიდარია ლიკოპენით, ანუ ანტიმჟანგავით, რომელიც მიეკუთვნება კაროტინოიდებს. ის უფრო ეფექტურია, ვიდრე ბეტა-კაროტინი. პომიდორი კარგია, მაგალითად, კუჭის, ფილტვის და პროსტატის კიბოს პროფილაქტიკისთვის.
ფორთოხალი, ლიმონი, კრეიპფრუტი – C ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. ისინი მდიდარია პოლიფენოლებით. ციტრუსების რეგულარული მიღება ამცირებს კუჭის კიბოს რისკს. უმჯობესია, მიირთვათ ხილი და არა მისი წვენი.
ვაშლი – შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, ასევე პოლიფენოლებს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნარჩენების გამოდევნას, რაც მასში არსებული ფლავინოიდების – კერცეტინის დამსახურებაა. კარგია სახსრებისთვის. ხელს უწყობს ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას. ჭამეთ დღეში 2-3 ვაშლი.